ნესვი - ნესვის მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავებანესვისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თესლის შერჩევა. ნესვის ხარისხიანი სათესლე მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული და იგი უნდა შევიძინოთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. სათესლე მასალას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ეტიკეტი, სადაც მითითებულია პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ნესვის სათესლე მასალის ხარისხის მეცნიერულად განსაზღვრული ნორმები პარამეტრები

 

I კლასის თესლი

სიწმინდე არანაკლებ %-ისა

სხვა მცენარეთა თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

მათ შორის სარეველების თესლები-მონაყოლი ცალი/1 კგ-ში არაუმეტეს

აღმოცენების უნარი არანაკლებ %-ისა

ტენიანობა არანაკლებ %-ისა

ნორმალური აღმოცენების უნარის შენარჩუნება წელთა რაოდენობა

99

10

0

95

13

4-5

II კლასის თესლი

97

50

20

80

13

4-5

 

თესვის წესები და ნორმებიდიდ ფართობებზე ნესვი ითესება სპეციალური სათესი მანქანებით, ხოლო შედარებით მცირე ფართობზე თესვა წარმოებს ხელით, წინასწარ მორწყულ ბუდნებში. თითოეულ ბუდნაში იყრება 5-7 ცალი თესლი. საზამთროს თესვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ. ფენაში აღწევს 12-14°C. ნიადაგის ნაყოფიერების და კონკრეტული ჯიშის, ან ჰიბრიდისათვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით, მანძილები შეიძლება იყოს 1,4 მეტრი მცენარეთა შორის და 1,4 მეტრი მწკრივებს შორის ან 2,1 მეტრი მცენარეთა შორის და 2,1 მეტრი მწკრივებს შორის.

ჩათესვის სიღრმე: მძიმე და ტენიან ნიადაგებში 4-5 სმ, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებში 6-8 სმ.

აღმოცენება იწყება მე-10-12 დღეს, განსაკუთრებით კარგ პირობებში მე 6-მე 7 დღეს, ხოლო არახელსაყრელ პირობებში ერთ თვემდე გრძელდება.

აღმოცენების შემდგომი მოვლა - გამეჩხერება. აღმოცენების შემდეგ პირველი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის პერიოდში საჭიროა ჩატარდეს პირველი გამეჩხერება, ხოლო შემდგომ კი მეორე გამეჩხერება, რომელიც ტარდება მაშინ, როდესაც კულტურას 3-4 ფოთოლი აქვს გამოღებული. ხოლო როცა მცენარე განივითარებს ნამხრევებს, ატარებენ მესამე გამეჩხერებას.

ბოლო, ანუ მესამე გამეჩხერებისას საჭიროა ბუდნაში დარჩეს მხოლოდ ძლიერი მცენარეები, ხოლო სუსტი და დაავადებული მცენარეები კი უნდა მოცილდეს.

მორწყვა. ნესვს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ, ნაყოფების ფორმირების ეტაპზე. ყვავილობის პერიოდში, როდესაც ნესვი ივითარებს მამრობით ყვავილებს, მისი მორწყვა რეკომენდებული არ არის, რადგან ამ პერიოდში როდესაც ტენი მოაკლდება, ნესვი დაიწყებს არა მამრობითი, არამედ მდედრობითი ყვავილების განვითარებას, რაც განაპირობებს მის ნაყოფიერებას. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ცხელი და გვალვიანი ამინდების შემთხვევაში, ნესვი დღეში ორჯერ უნდა მოირწყას – დილის და საღამოს საათებში. ასეთ ამინდებში თითოეულ ძირს სჭირდება 3 ლიტრამდე წყალი დღე-ღამის განმავლობაში.

ნაყოფების ზრდის დასრულების და სიმწიფის დაწყებისას საჭიროა მორწყვა სრულებით შეწყდეს, რადგან ამ პერიოდში ზედმეტი ტენი იწვევს შაქრიანობის შემცირებას.

ნიადაგის განოყიერება. კიტრის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. (აქ იქნებ დაამატოთ სუფთა ნივთიერებათა დოზები.. )

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 15კგ, ფოსფორი 85კგ, კალიუმი 95 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

გაფხვიერებაკულტივაცია. აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ატარებენ ნიადაგის გაფხვიერებას. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, ატარებენ ნიადაგის დამუშავებას მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე.

მწკრივთშორის მანქანა-იარაღებით დამუშავებასთან ერთად ბუდნებში ატარებენ ხელით გამოთხრას, გაფხვიერებას და ზოგჯერ მიწის შემოყრასაც.

მიწის შემოყრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავ პირობებში. პირველ შემოყრას აწარმოებენ მაშინ, როდესაც მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი გაუვითარდება, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ პირველი შემოყრისაგან.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

მოსავლის აღება-შენახვა. ნესვის მოსავალს იღებენ კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ფორმის, ფერის და გემოვნური ხარისხის მიღწევის შემდეგ. ნესვის ნაყოფის სიმაგრე დაუმწიფებლობის ნიშანია, ხოლო სირბილე გადამწიფების. ნესვის რეალიზაციიდან გამომდიარე, მოსავალი შეიძება დაიკრიფოს დაუწიფობლობის პერიოდში. შენახვის მიზნით უნდა გადავარჩიოთ ჯანსაღი ნაყოფი ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. 

სწორი შენახვის პირობებში ნესვმა შესაძლებელია 60 დღე გაძლოს. თუმცა ამ დროს იგი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს. ნესვის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 10-დან 13°C-მდე, ხოლო ოპტიმალური ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 85-დან 95%-ის ფარგლებში.  აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში ნესვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს 2-3 კვირის განმავლობაში.

 

მსგავსი სიახლეები