
18 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო – Sphaerotheca macularis.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 15-20◦C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 75-98%.
სიმპტომები. ნაცრით დაავადებული მაყვლის ფოთლების ზედაპირზე ჩნდება ღია-მწვანე ფერის ლაქები. ასევე ხშირ შემთხვევებში ფოთლის ზედაპირი იფარება თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნადებით.
დაავადებით დაზიანებული მაყვლის ყლორტი ივითარებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე ზომის ფოთლებს. ასეთი ფოთლები იხვევა.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
- ბაღის გაშენებისას ოპტიმალური მანძილების დაცვა მცენარეებს და რიგებს შორის.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენება: ტრიფლოქსისტრობინი, დიფენოკონაზოლი, პენკონაზოლი და სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
დაავადების წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:
- „ზატო“.
- „ტრიდე“.
- “კობუზი”.
-
მაყვლის ჯიშები - ნავაჰო 18.01.2019 1496 ნახვა
-
ვაშლის ფოთლების სილაქავე – აღწერილობა და ბრძოლა 18.01.2019 1608 ნახვა
-
ისპანახი - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები 18.01.2019 2473 ნახვა