ბოლოკი – სასარგებლო თვისებები და რეცეპტები
18 / 01 / 2019

ბოლოკი მდიდარია ვიტამინებით B1, B2, B5, PP და C. გარდა ამისა, ბოლოკი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი. ეს შემადგენლობა დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

ბოლოკი  განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს დაბალი ჰემოგლობინი სისხლში. ასევე ბოლოკი ეფექტური საშუალებაა მადის მოსამატებლად და საჭმლის მომნელებელი სისტემის  ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად. დადასტურდა, რომ ბოლოკს შეუძლია გამოდევნოს ქოლესტერინი ორგანიზმიდან. ბოლოკის შემადგენლობაში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც სტაბილურს ხდის შაქრის ნორმას სისხლში. აქედან გამომდინარე ვისაც აქვს შაქრის დიაბეტი, სასარგებლო პროდუქტია. აღსანიშნავია, რომ ბოლოკის სისტემატური მოხმარება ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

ბოლოკი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ამ მცენარის ძირხვენისაგან მომზადებული ნახარში პროპორციით 1:30-თან, არის ეფექტური საშუალება ხველების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. აგრეთვე  ის გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება. ბოლოკიდან წურავენ წვენს, რომელსაც იყენებენ ჭრილობის შესახორცებლად. ცილების აღსადგენად ორგანიზმში სვამენ ბოლოკისა და სტაფილოს წვენს 1:2 თანაფარდობით. მისი ძირხვენა, ასევე მისი მიწისზედა ნაწილი შეიძლება გამოვიყენოთ სალათებში. ბოლოკის ეს ნაწილიც შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას.

უკუჩვენები. არასასურველია ამ ბოსტნეულის მოხმარება მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭი და ნაწლავები, ან აქვს მაღალი მჟავიანობა.

რეცეპტები. ბოლოკი ხშირად გამოიყენება სალათებში. ყველაზე იოლია ისეთი სალათების გაკეთება სადაც ვიყენებთ პომიდორს, კიტრს, წიწაკას და მწვანილს. ეს სალათი გამოვა არამარტო სასარგებლო, არამედ გემრიელიც. ძალიან გემრიელი გამოდის ბოლოკისა და მაწვნის ნაზავი. მისი დამზადებისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე კიტრი, რომელიც უნდა დაიჭრას ძალიან წვრილ ნაჭრებად. ცალკე ერთმანეთში ურევენ ორ ჭიქა წყალს და ამავე რაოდენობის მაწონს, რაშიც შემდეგ ამატებენ დაქუცმაცებულ ბოსტნეულს (რაც ჩამოვთვალეთ), ცოტა ხახვს, მწვანილს და მარილს გემოვნებით.

ასევე ძალიან გემრიელი გამოდის თეთრი ბოლოკის სოუსი. ამ კერძის დასამზადებლად უნდა ავიღოთ ნახევარი კგ ბოლოკი, კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და შემდეგ დავჭრათ ძალიან წვრილად. ბოლოკი დავამარილოთ და დავტოვოთ ნახევარი საათი. ცალკე უნდა მოვშუშოთ 20 გრ პრასა. ძალიან მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი. რის შემდეგაც  ერთმანეთში უნდა ავურიოთ დამარილებული ბოლოკი და ეს მასა. დამთავრებისას ზემოდან ვაყრით მწვანილს.

მსგავსი სიახლეები