კიტრის ჩითილის შავფეხა – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Pythium sp. Rhizoctonia solani., Thielaviopsis basicola., Fusarium equiseti.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს დაბალი ტემპერატურა და ნიადაგის მაღალი ტენიანობა. მისი გამომწვევები ინახებიან ნიადაგში და მცენარეულ ნარჩენებში, ორგანულ სასუქში, ტორფსა და სათესლე მასალაში.

დაავადების ძლიერი გავრცელება ძირითადად შეინიშნება მაშინ, როდესაც კიტრის წარმოება რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება ერთსა და იმავე მინდორზე, ან ჩითილების მაღალი სიხშირისა და ცუდი ვენტილაციის პირობებში.

დაავადება მცენარეში აღწევს ფესვთა სისტემიდან, ფესვის ბუსუსების და კანზე არსებული მცირე დაზიანებების მეშვეობით.

დაავადების სიმპტომები – ახალგაზრდა აღმონაცენების ფესვები ლებანფოთლების განვითარების პერიოდში იღებს ყვითელ შეფერილობას, ფესვის ყელი წვრილდება, შავდება და თხელდება. დაზიანებული მცენარე ეცემა და იღუპება. უფრო მოზრდილი ჩითილების (2-3 ნამდვილი ფოთლის მქონე) დაავადების შემთხვევაში ღეროს გაწვრილების სახით ფოთლების ქვეშ. მცენარის დაღუპვას აჩქარებს ნიადაგის მაღალი ტენიანობა.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა;
  • აგროტექნიკური და სანიტარულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
  • ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება;
  • ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები