პომიდორის ანთრაქნოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Colletotrichum coccoides

დაავადების სიმპტომები – ზრდასრული მცენარეების ფესვები იფარება მუქი ფერის ლაქებით, ხდება ქერქის გახევება.

ნაყოფებზე ჩნდება ჩაზნექილი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარებასთან ერთად იღებს მუქ-ყვითელ შეფერილობას. მოგვიანებით დაზიანებული უბნები შავდება.

დაავადება გაცილებით ძლიერდება დასაწყობებისას, ტრანსპორტირებისას და ხელოვნური დამწიფების პირობებში.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნარჩენების, დაავადებული მცენარეებისა და ნაყოფების მოცილება ნაკვეთიდან.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • მოსავლის აღება ოპტიმალურ ვადებში.
  • დასაწყობების და შენახვის პირობების დაცვა.
  • სწორი რწყვის რეჟიმი.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
მსგავსი სიახლეები