
18 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო – Leptospaeria coniothyrium.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 26°C-ის ფარგლებში.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.
სიმპტომები. ღეროებზე ჩნდება ყავისფერი წყლულოვანი წარმონაქმნები. დროთა განმავლობაში დაზიანებული ადგილები იზრდება და ახმობს ღეროს მთლიანად ან ნაწილობრივ.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლა/წამლობები:
- ოპტიმალური კვების არეების დაცვა.
- ბაღის გაშენებისას ოპტიმალური მანძილების დაცვა მცენარეებს და რიგებს შორის.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
- მცენარეთა მინერალური და ორგანული ელემენტებით გამოკვების ოპტიმალური რეჟიმის დაცვა.
პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენება: სპილენძის შემცეველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
მავნებლის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:
- „იროკო“.
- ბორდოს ნარევი
-
ვაზის საძირეები - SO4 ბერლანდიერი X რიპარია 17.01.2019 1540 ნახვა
-
ჟოლო - მოსავლის აღება-შენახვის რეგლამენტები 17.01.2019 1914 ნახვა
-
საზამთროს წამლობების ტაბულა 18.09.2019 1364 ნახვა