ყვავილოვანი კომბოსტოს ბაქტერიოზი
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Pseudomonas maculicolum Stev.

დაავადება ჩნდება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაზე – აღმოცენებიდან თესლის ფორმირებამდე. დაავადება როგორც წესი, იწყება მინდორში და ვეგეტაციის განმავლობაში დაავადებული მცენარეებიდან საღ მცენარეებზე გადადის მავნებელი მწერების საშუალებით. დაავადების გამომწვევი ინახება სათესლე მასალაში, ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებში.

ბაქტერიოზის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა.

დაავადების სიმპტომები – ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებს წარმოადგენს კომბოსტოს თავის შავი სიდამპლე. ფოთლებზე ბაქტერიოზი ჩნდება პატარა მუქი ლაქების სახით.

ღეროზე ლაქები შავი ფერის და წაგრძელებული ფორმისაა. კომბოსტოს თავებზე თავდაპირველად ჩნდება სველი ლაქები, რომლებიც შემდგომ მუქდება და ჰაერის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში რამდენიმე დღეში მთლიანად ფარავს კომბოსტოს თავს. ქსოვილი შავდება, რბილდება და აქვს უსიამოვნო სუნი.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი ჩითილების წარმოება;
  • ნიადაგის სისტემატური ცვლა სათბურებში;
  • სათესლე მასალის დეზინფექცია. (ასევე დათესვის წინ საჭიროა თესლის 20 წუთის განმავლობაში მოთავსება 50ºC– ზე შემთბარ წყალში. 18-20 წუთის შემდეგ წყლიდან ამოღებული თესლი უნდა გაგრილდეს ცივ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში და გაშრეს);
  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება დაავადების გადამტანი მავნებელი მწერების წინააღმდეგ.
მსგავსი სიახლეები