თხილის ბაქტერიული კიბო
18 / 01 / 2019

გამომწვევი ბაქტერია – Pseudomonas syringae Van. Hall.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-23°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60%.

დაავადების სიმპტომები. ფოთოლი ქლოროზული ხდება და ჭკნება, ადგილი აქვს ყვავილების ჭკნობასა და ნეკროზს. ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერ იერს ღებულობს, ფესვები ნეკროზირდება და მცენარე ხმება.

იმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნას 1%-იანი ბორდოს ნარევი, ასევე სპილენძის ჰიდროქსიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები