
მოცხარი 1-2 მეტრი სიმაღლის, ფოთოლმცვენი ბუჩქია, მიეკუთვნება ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახს. ბუნებაში გვხვდება: შავი მოცხარი (Ribes nigrum), წითელი მოცხარი (Ribes rubrum), თეთრი მოცხარი (Ribes rubrum 'White Grape). მათ შორის ყველაზე საინტერესოა შავი მოცხარი. საკვებად გამოიყნება მოცხარის მწიფე ნაყოფები.
ჯიშების უმეტესობა თვითგამანაყოფიერებელია, შესაბამისად დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა საჭირო არ არის, თუმცა ორი ან მეტი ჯიშის დარგვა გაზრდის მოსავალს. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს. მსხმოიარობს ორ და სამწლიან ტოტებზე. ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 700-800 გრამი, ხოლო 4-6 წლის ასაკში 2-4 კგ (4-8 ტ/ჰა-ზე) ნაყოფის მიღება. მსხმოიარობს 20-22 წელს.
ნაყოფი კენკრაა, საშუალოდ 1 სმ დიამეტრის. ფერით მუქი-შავი ან მომწვანო. ნაყოფში 3-37 თესლია. 1 კგ-ში 330 ნაყოფია. 1000 ცალი თესლის მასა 0,9-1,8 გრამია. ყვავილობს მაის-ივნისში. მწიფდება ივლის-აგვისტოში. მწიფე ნაყოფები ადვილად ცვივა, შესაბამისად საჭიროა დროული მოკრეფა. ფოთოლცვენა იწყება გვიან, ხშირად მცენარე ზამთრამდე მწვანეა. გაზაფხულზე ნიადაგთან ახლოს მდებარე კვირტები ადრე 5°С-ზე იღვიძებენ და ზრდას იწყებენ. ამ დროს, შესაძლებელია გაზაფხულის ნაგვიანევმა წაყინვებმა დააზიანოს ახლად გაშლილი კვირტები. მოცხარი მაღალი ყინვაატანობით გამოირჩევა.
მოცხარის ფესვთა სისტემა შედგება ძლიერად განვითარებული ფუნჯა ფესვებისგან, რომელიც ნიადაგის 20-40 სმ ფენებში ვრცელდება. ბუჩქი 12-15 წელს ცოცხლობს. მაქსიმალურ მოსავალს მეექვსე წელს იძლევა. მოცხარი საქართველოში თითქმის მეტნაკლებად ყველგან არის გავრცელებული, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში. მისი გავრცელებისათვის ოპტიმალური ზონაა ზღვის დონიდან 700-1000 მეტრი. მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, კრიტიკულია 38° С-ზე მეტი ტემპერატურა.
ქიმიური შემადგენლობა. მოცხარის ნაყოფში წყალი 76-87%-ია, მშრალი ნივთიერება 12-22%, შაქარი 9-14%, მჟავიანობა 1,8-2,4%. მდიდარია ვიტამინებით: C (160-230 მგ/%), B1 (0,03-0.06 მგ/% ), B2 (0,02-0,03 მგ/%), კაროტინი (პროვტამინი A 0,16-0,32 მგ%).
-
თხილის მოვლა - მსხმოიარე პლანტაციის მოვლის აგროტექნოლოგია 02.03.2019 7669 ნახვა
-
მარწყვის ფიტოფტორა – სიმპტომები, პრევენცია და წამლობები 18.01.2019 3340 ნახვა
-
ალუბლის მოსავლის შენახვა 17.01.2019 2488 ნახვა