
18 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო –Septocyta ruborum.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 25°C-ის ფარგლებში.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 95% და მეტი.
დაავადების სიმპტომები. სეპტორიოზით დაავადებული მაყვლის ღეროებზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის მუქი მწვანე შეფერილობის დაზიანებები. დროთა განმავლობაში დაზიანებული უბნები იღებენ ალისფერ შეფერილობას და აღენიშნებათ წითელი ფერის კონტური-გარსი. მოგვიანებით მაყვლის ღეროზე ვითარდება დანეკროზებული არეალები. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ღეროები ხმება.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზამთარი.
ბრძოლა/წამლობები:
- ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენება: კაპტანის და სპილენძის შემცველი ფუნგიციდები.
მავნებლის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:
- „იროკო“.
- ბორდოს ნარევი
-
მევენახეობის მიკროზონები - მუკუზანი 15.01.2019 1348 ნახვა
-
ნესვის თესლის დალბობის წესი და მნიშვნელობა 18.01.2019 1686 ნახვა
-
პომიდორი - წამლობების ზოგადი სქემა 04.05.2019 2919 ნახვა