
ლათინური დასახელება – Fsila rosae F.
აღწერილობა – მწერი მცირე ზომისაა – 4-5 მმ. მისი ფარი და მუცელი მბრწყინავი შავი ფერისაა, თავი წაბლისფერი, ფეხები მოყვითალო ფერის, ფრთები კი გამჭირვალე. კვერცხი რძისებრ-თეთრია, ოვალური. მატლი მბრწყინავი ღია-ყვითელი ფერისაა, აქვს 6-7 მმ-ის სიგრძის წვეტიანი დაბოლოება. ჭუპრი ღი-ყავისფერია, სიგრძით 4-5 მმ, სიგანით 0,9-1,3 მმ. მავნებელი იზამთრებს ნიადაგში 6-დან 25-სმ-მდე სიღრმეზე. ნიადაგის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, დამუშავების თავისებურებებსა და ტენიანობის ხარისხზე. მავნებლის გამოფრენა იწყება მაის-ივნისში.
უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა – მდედრი დებს 120-მდე კვერცხს სტაფილოსთან ახლოს. 1,5 – 2 კვირის შემდეგ კვერცხიდან გამოჩეკილი მატლები წვერიდან იჭრებიან ძირხვენებში და აკეთებენ ხვრელებს. დაზიანებულ მცენარეთა ფოთლები იღებენ მოწითალო იისფერ შეფერილობას, ყვითლდებიან და ხმებიან, ძირხვენები კი იღუპებიან. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს ცხელ და გვალვიან ამინდებში. 3-4 კვირის შემდეგ მავნებლები ნიადაგში იჭუპრებენ და ივნისში იწყებენ გამოფენას. შემდეგ ისინი, კვლავ ვითარდებიან ზემოთ აღნიშნული სტადიების შესაბამისად.
ბრძოლის ღონისძიებები:
- კულტურათა მონაცვლეობა.
- სტაფილოს წარმოების აგროტექნიკის დაცვა.
- შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი ჩატარება.
-
ფეიჰოა - პლანტაციის მოვლის აგროწესები 17.01.2019 2120 ნახვა
-
ხახვი - მოსავლის აღება-შენახვის წესები 15.01.2019 2188 ნახვა
-
დაფნის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1290 ნახვა