
18 / 01 / 2019
ხე საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. ვარჯი განივრადაა გაშლილი. ნაყოფი მსხვილია – მისი საშუალო წონა 60 გრამამდეა. იგი მომრგვალო, ან მოგრძო-მსხლისებური ფორმისაა, კანი თხელია, ღია-მწვანე ან ოდნავ მოყვითალო. ნაყოფი ხეზევე ჭკნება, რის გამოც მას ძირითადად ჩირის დასამზადებლად იყენებენ.
ეს ჯიში ორმოსავლიანია. ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება – ანუ ნაყოფის ბოლო რომ მწიფეა, ამ დროს ყუნწისკენ ჯერ კიდევ უმწიფარია. საკმაოდ უხვმსხმოიარე ჯიშია. ერთი ხის საშუალო მოსავლიანობა 80 კგ-მდეა. თუმცა საქართველოს პირობებში ვერ იძლევა ამდენ მოსავალს და ჩვენთან ერთი ხის საშუალო მოსავალი 15-17 კგ-ია.
დამატებითი ინფორმაცია. თვითდამამტვერიანებელია, არ საჭიროებს დამამტვერიანებელს.
-
ვაზის ჭრაქი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 25.02.2020 8211 ნახვა
-
დაფნის წამლობების ტაბულა 17.09.2019 1065 ნახვა
-
მარწყვი - პლანტაციის მოვლის აგროწესები 17.01.2019 2689 ნახვა