
გამომწვევი სოკო – Peronospora sparsa.
ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:
- ტემპერატურა: 15-20°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 95% და მეტი.
სიმპტომები. ჭრაქით დაავადებული მაყვლის ფოთლების ზედაპირზე ჩნდება ყვითელი ლაქები. ფოთლის ქვედა მხარეს კი წარმოიქმნება ღია-ვარდისფერი, ან ბაცი-ყავისფერი უბნები. დროთა განმავლობაში დაზიანების არეალი იზრდება და ფოთოლი იღებს ყავისფერ შეფერილობას. ამ სახით დაზიანებული ფოთლები ხშირად ნაადრევად ცვივა.
დაავადებით დაზიანებული ყვავილებიდან ხშირად ვითარდება დეფორმირებული ნაყოფი. ასეთი ნაყოფები სიმწიფის მიღწევამდე ჭკნებიან.
სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.
ბრძოლა/წამლობები:
- მსხმოიარე ტოტებიდან ზედმეტი ფოთლების შეცლა.
- ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
- ბაღის გაშენებისას ოპტიმალური მანძილების დაცვა მცენარეებს და რიგებს შორის.
- დაავადებული ფოთლების მოცილება და განადგურება.
პესტიციდებიდან დაავადების წინააღმდეგ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენება: სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვ. მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
მავნებლის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი პესტიციდის სავაჭრო დასახელება:
- „იროკო“.
-
ბოლოკი – სასარგებლო თვისებები და რეცეპტები 18.01.2019 3591 ნახვა
-
ვაზის წამლობების ტაბულა 17.09.2019 870 ნახვა
-
აგრო სესხი - აგროკრედიტების გამცემი ორგანიზაციების განახლებადი სია 02.03.2019 1135 ნახვა