ლეღვის ბაღის გაშენების და მოვლის წესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის შერჩევა/მომზადება. ლეღვი ეგუება როგორც მშრალ, ასე ძლიერ ტენიან ნიადაგს. ყველაზე კარგად იგი კარგად ვითარდება ღრმა სახნავი ფენის მქონე, ნოყიერ და ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებზე.

მნიშვნელოვანია რომ ლეღვი ტუტე რეაქციის ნიადაგებისადმი მომთხოვნია და ამიტომ მის ნარგაობაში ნიადაგს ხშირად ანოყიერებენ ნაცრით.

ბაღის გასაშენებლად თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად-საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.

რელიეფი. ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი.

ნერგის ხარისხინერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით.

დარგვის სქემები. გავრცელებულია ლეღვის დარგვის შემდეგი სქემა: რიგებს შორის მანძილი 5-დან 8 მეტრამდე და რიგში მცენარეებს შორის მანძილი 4-დან 8 მეტრამდე.

დარგვის დრო. ნოემბერში, ან გაზაფხულზე.

ორმოს მომზადების და დარგვის წესი.  ლეღვის დასარგავი ორმო საშუალოდ უნდა იყოს 1 მეტრამდე სიღრმის და 70 სმ-მდე დიამეტრის. ორმოს ამოტხრისას მიწის ზედა, ნაყოფიერი ფენა ცალკე უნდა დაიყაროს, ხოლო ქვედა ფენა კი ცალკე.

დარგვისას ქვედა იყრება ორმოს ძირზე, ხოლო ზედა ფენის მიწას კი საჭიროა შეერიოს ორგანული და მინერალური სასუქები (ნაკელი, ან კომპოსტი). სასუქების შერევის პროპორცია/დოზები, დამოკიდებულია ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის მაჩვენებლებზე. ნერგი უნდა მოთავსდეს ორმოში და გარშემო შემოეყაროს მიწის ის ფენა, რომელიც იქნა განოყიერებული. ხოლო ორმოდან ამოღებული მიწის ქვედა ფენა კი ნერგის დარგვამდე უნდა ჩაიყაროს ორმოში.

მიწა ნერგს უნდა შემოეყაროს ფესვის ყელამდე. ახლად დარგული ნერგი უნდა დამაგრდეს სარზე, განსაკუთრებით ქარიან ადგილებში და უნდა მოირწყას.

დამატებითი ინფორმაცია. ყოველ 100 ცალ მდედრობით ძირს შორის 6 მამრობითი ძირი ირგვება.

ლეღვის ბაღის მოვლა. ლეღვის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.

მორწყვა. ლეღვის მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. საშუალოდ, ლეღვი სეზონის განმავლობაში 4-5-ჯერ მაინც უნდა მოირწყას.

გასხვლა. ლეღვის გასხვლა ტარდება ჰიგიენური თვალსაზრისით – მცენარეს სცილდება ძველი, ან დაზიანებული ტოტები, ხოლო ვარჯს კი საჭიროების შემთხვევაში, ეძლევა სასურველი ფორმა.

ნიადაგის განოყიერებალეღვის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზებისდადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

მსგავსი სიახლეები