
გამომწვევი სოკო – Kuehneola uredinis.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 17-19°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90-100%.
დაავადების სიმპტომები. ჟანგათი დაავადებული მაყვლის ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება მოყვითალო-მონარინჯისფრო ფხვნილოვანი მასით სავსე ბუშტუკები. ანალოგიური სახის სიმპტომები ჩნდება ნაყოფებზეც. ამ სახით დაზიანებული ნაყოფი კარგავს სასაქონლო ხარისხს.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ოპტიმალური კვების არეების დაცვა.
- ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ, ადრე გაზაფხულზე გამოიყენება 3% – იანი ბორდოული სითხე, ვეგეტაციის პერიოდში კი (ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ) წამლობისათვის გამოიყენება ტრიფლოქსისტრობინის, პენკონაზოლის, სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.
-
კიტრის მავნებლები – თამბაქოს თრიფსი 20.03.2019 1617 ნახვა
-
ხეხილის ღეროს ჩვეულებრივი კიბო 15.05.2020 1675 ნახვა
-
სუფრის ჭარხლის წამლობების ტაბულა 18.09.2019 747 ნახვა