მარწყვის ფიტოფტორა – სიმპტომები, პრევენცია და წამლობები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Phytophthora cactorum.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 21°C-ის ფარგლებში.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ფიტოფტორათი დაავადებული მცენარის ახალი ფოთლები მცირე ზომისაა, აქვთ მოლურჯო-მომწვანო შეფერილობა. ძველი ფოთლები კი ყვითლდება, ან წითლდება. მცენარე ზრდაში ჩამორჩება, ნაყოფის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები მცირდება.

დაავადებული ფესვის ყელის ქვედა ნაწილი იღებს ჟანგისფერ, ან მოყავისფრო შეფერილობას.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაავადებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • საღი სანერგე მასალის შერჩევა.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით, შესაძლებელია ნიადაგის დამუშავება ალუმინის ფოსეთილის, მეფენოქსამის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდებით.

მსგავსი სიახლეები