დაფნას სახეობები - კეთილშობილი დაფნა
17 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება: Laurus nobilis

ძირითადი ინფორმაცია. ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია). ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, მცირე სიმაღლის (ზღვის დონიდან 100-350 მ) მთის კალთებზე სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში.
მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია 120-150 წლიანი და მეტი ასაკის ხეები არსებობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.

საწარმოო თვალსაზრისით უმთავრესად აშენებენ კეთილშობილ დაფნას.

მსგავსი სიახლეები