
შენახვის ოპტიმალური პირობები.ტენიანობის დაბალი და ცხიმის მაღალი შემცველობა ნუშის გულში მას შენახვისათვის შედარებით სტაბილურს და დაბალ ტემპერატურასთან შემგუებელს ხდის. შენახვის რეჟიმების ძირითადი მიზანია ტენიანობის დაბალი შემცველობის შენარჩუნება. შენახვისათვის რეკომენდებული ფარდობითი ტენიანობა არის 65%, რადგან წყლის ძალიან დაბალი შემცველობა უარყოფით გავლენას ახდენს არომატზე, ფერსა და სტრუქტურაზე. ცივად შენახვა ხელს უწყობს ცხიმოვანი ჟანგვის მინიმუმამდე დაყვანას. ნაჭუჭიანი ნუში შესაძლებელია ინახებოდეს 20 თვემდე 0°C ტემპერატურაზე, 16 თვე 10 °C ტემპერატურაზე და 8 თვე 20°C ტემპერატურაზე. გატეხილი ნუშის შენახვა შესაძლებელია ნაჭუჭიანი ნუშის შენახვის ხანგრძლივობის ნახევარი პერიოდით (დაახლოებით 6 თვე), ხოლო ნუშის ნატეხები კიდევ უფრო ნაკლები პერიოდით ინახება.
ნუშის შენახვა არ შეიძლება ძლიერი სუნის მქონე პროდუქტთან ერთად, რადგან ცხიმების მაღალი შემცველობა მათში ხელს უწყობს ნუშის მიერ სხვა არომატების სწრაფად და ადვილად მიღებას.
-
ბიომეურნეობა - ამორფას ინსექტიციდური თვისებები 17.01.2019 2320 ნახვა
-
სალათი - აღწერილობა, თესვა მოვლა-მოყვანა 15.01.2019 3234 ნახვა
-
ისპანახი - თესვა, მოვლა-მოყვანის აგროწესები 18.01.2019 2286 ნახვა