
ფიზიოლოგიური დარღვევები. შენახვის დროს სიცივით გამოწვეულმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს დარბილება,გამოშრობა, და წითელი ბოლოკიდან ფერის დაკარგვა. ზრდის დროს ან ჰაერისაგან გაჩენილი ნახეთქები მნიშვნელოვნად ამცირებს ხარისხს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაზიანებები აღწევენ 6 მმ სიღრმეს, ქსოვილის გაუფერულებით. გადამწიფება ან ზრდის დროს მიღებული სტრესი იწვევს მშრალ, ბამბისებრ ღრმულებს ფესვებში. თავების გაყვითლება შეიძლება გამოიწვიოს გადამწიფებამ ან ეთილენის ზემოქმედებამ მაღალ ტემპერატურაზე შენახვის შედეგად.
კრეფის შემდგომი დაავადებები: კრეფის შემდეგ ბოლოკს აზიანებს ბაქტერიული შავი ლაქიანობა (Xanthomonasvesicatoria), რომელიც გამოხატულია ყავისფერი 1.0-2.5 მმ დიამეტრის ლაქებით. მოგვიანებით ლაქები შავდება და ერთიანდება. პროფილაქტიკურ ღონისძიებები მოიცავს პროდუქტის ქლორიანი წყლით (100-200 ppm) გარეცხვა. პერონოსპოროზის შედეგად ვითარდება იისფერ-წითელი მოყავისფრო ზედაპირის დაზიანებები, რომლებიც უხეშდება და სკდება, ხოლო შიდა ქსოვილი შეიძლება განაცრისფერდს და გადავიდეს მოყავისფრო-მოშავო ფერში. ნაყოფების რიზოქტონიოზი
Rhizoctoniasolani) წარმოქმნის დაზიანებებს, რომლებიც ჯერ მრგვალი და ღია ყავისფერია, ხოლო შემდეგ მუქდება. რბილობი ხდება ძალიან ფაშარი. ეს დაავადება ვითარდება მაღალი ტენიანობის პირობებში. დაბეჟვის და ზედაპირის დაზიანების შესამცირებლად მიმართავენ წყლით გაცივებას 4.4°C ტემპერატურაზე და ინახავენ 0 -1.7 °C პირობებში.
-
ნიახურის გავრცელებული ჯიშები - „პრაღის ჯიში“ 18.01.2019 2003 ნახვა
-
ხეხილის მავნებლები – მაჟაურა 17.01.2019 2108 ნახვა
-
ფორთოხლის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1175 ნახვა