ჭარხლის თესვის დალბობის წესი და მნიშვნელობა
17 / 01 / 2019

დათესვამდე ჭარხლის თესლის/გორგლურების 12-20 საათის განმავლობაში დალბობა აჩქარებს მცენარის აღმოცენების პროცესს და უზრუნველყოფს თანაბარი ზომის აღმონაცენს, რაც ამარტივებს ნაკვეთში ჩასატარებელ სამუშაოებს და იძლევა მოსავლის ადრეულ ვადებში მიღების საშუალებას
თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია კონკრეტულ კულტურაზე. ჭარხლისათვის საჭიროა წყლის ტემპერატურა 6-დან 25⁰С-მდე. დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

გასათვალისწინებელია, თესლის დალბობის მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეძენილ სათესლე მასალაზე, რადგან ის დამუშავებულია შესაბამისი პრეპარატით და როგორც დალბობის, ასევე ხელოვნური გაღივების პროცედურები გამოიწვევს პრეპარატის ჩამორეცხვას თესლის ზედაპირიდან

მსგავსი სიახლეები