ბეღლის ცხვირგრძელა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
17 / 01 / 2019

გავრცელება და აგებულება. ბეღლის ცხვირგრძელა (ლათ. Sitophilus (Calandra) granarius L.) საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ბეღლებსა და საწყობებში.

მავნებლის ხოჭოს სიგრძე ხორთუმიანად დაახლოებით 3-5 მმ-ს შეადგენს. იგი მოშავო-ყავისფერია, წინა ზურგზე აქვს წერტილოვანი ღრმულები, რომელთაც შუაზე ჰყოფს გასწვრივი ვიწრო ხაზი. ფრთები სიფრიფანა და განუვითარებელია რის გამოც მავნებელს ფრენა არ შეუძლია. ზედა ფრთებზე ღრმა გაწვრივი ღარები ახასიათებს.
მატლი სიგრძით 3-მმ_დეა. მისი სხეული რკალივითაა მოღუნული მონაცრისფრო-თეთრი ფერისაა, თავი ყავიფერია. არ აქვს ფეხები.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. მავნებელი ზამთარს ატარებს თავისი განვითარების ყველა ფაზაში. მისი კვერცხის პროდუქცია 40-300-მდე ერთეულს შეადგენს. კვერცხი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებში, დედალი ხოჭოს მიერ ამოღრღნილ ხვრელებში იდება. ემბრიონალური ხანგრძლივობა 10-12 დღით განისაზღვრება. ერთი გენერაციის განვითარებას ცხვირგრძელა 28-30 დღეს ანდომებს. გარემო ფაქტორებისადმი მისი დამოკიდებულება ასეთია: დიაპაუზაში გადადის 30_ზე, 12% ტენიანობის შემთხვევაში ბრკოლდება გამრავლება, იღუპება –150_ზე.
მავნებელს ახასიათებს დაახლოებით 5 გენერაცია ერთ წელიწადში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. ცხვირგრძელას მატლები იკვებებიან მაკარონით, ფქვილით, სიმინდის, ქერის, ჭვავის, ფეტვის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვ. მარცვლებით. მათი განვითარება და კვება მიმდინარეობს მარცვალში, რის შედეგადაც მარცვლისაგან მხოლოდ კანი რჩება. გარდა ამისა, მავნებლის მიერ დაზიანებულ მარცვლებზე ადვილად სახლდებიან სხვადასხვა ტკიპები, რაც იწვევს მარცვლის ჩახურებას და გუდაფშუტის სპორების გავრცელებას მასში.

ბრძოლის ღონისძიებები

შენახვის წინ მარცვალი უნდა გამოშრეს მზეზე ისე, რომ მისი ტენიანობა არ აღემატებოდეს 12-14%-ს.

არცვლის 50-55°C-მდე გათბობით ბეღლის ცხვირგრძელა 15-20 წუთში იღუპება, ხოლო -15°C-ზე გაცივებულ მარცვალში – მავნებელი 12 საათში იღუპება.

ასევე მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად ითვლება საწყობების ფუმიგაცია ფოსტოქსინით.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი

 

მსგავსი სიახლეები