
გამომწვევი – Erwinia toxica sp.
დაავადების გამომწვევი ინახება სათესლე მასალაში. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5-10 დღეს. დაავადების ძლიერ გავრცელებისას მოსავლის დანაკარგმა შესაძლოა შეადგინოს 40% და მეტი. დაავადების გავრცელებისათვის ოპტიმალურ პირობებს წარმოადგენს 26-28ºC ტემპერატურა და 95-100% შეფარდებითი ტენიანობა.
დაავადების სიმპტომები – ღეროს გადანაჭერზე შეინიშნება მოწითალო-ყავისფერი ტრაქეები, ხოლო ღეროს ზედაპირზე კი მოყვითალო ფერის ზოლები. ეს ზოლები შემდეგ მუქდება და სკდება. დაზიანებული მცენარეები 1,5-2 კვირის შემდეგ იღუპებიან.
ფოთლებზე დაავადების სიმპტომებს წარმოადგენს მცირე ზომის სველი ქლოროზული ლაქების გაჩენა. მოგვიანებით ლაქები ზომაში იზრდებიან და მათი დიამეტრი აღწევს დაახლოებით 0,8-1 სმ-ს. ზომაში ზრდის გარდა ლაქა ფერსაც იცვლის და ხდება მუქი წითელი ან მუქი ფერის.
დაზიანებული მცენარეების ნაყოფები ქლოროზულია, გახევებული და მათ ზედაპირზე შესაძლოა გაჩნდეს 0,3-0,5 სმ დიამეტრის მქონე სველი ან ზეთოვანი ღია ყავისფერი შეფერილობის კორპები.
ბრძოლის ღონისძიებები:
- დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება;
- მცენარეთა ოპტიმალური კვების რეჟიმის უზრუნველყოფა;
- მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ საჭირო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
- სათესლე მასალის და ნიადაგის დეზინფექცია.
-
მარწყვი - პლანტაციის მოვლის აგროწესები 17.01.2019 1981 ნახვა
-
ნაცარი – ბუნებრივი სასუქი: აღწერილობა და გამოყენება 24.04.2019 6318 ნახვა
-
მაყვლის ჯიშები - ჰული 20.03.2019 1257 ნახვა