ბალი - მოსავლის აღება-შენახვის რეგლამენტები
17 / 01 / 2019

სიმწიფის მაჩვენებლები:  ბლის ნაყოფის ერთგვაროვანი ფერი სიმწიფის ყველაზე სანდო მაჩვენებელია. სხვადასხვა ქვესახეობები შეფერვის სხვადასხვა ეტაპზე იკრიფება

წინასწარი გაცივება:  დაკრეფიდან 4 საათში ბალი უნდა გაცივდეს < 5 ºC ტემპერატურამდე. გამოიყენება ოთახში გაცივება, შეკუმშული ჰაერით და ჰიდროგაცივება. ამ მეთოდებს შორის ჰიდროგაცივება ყველაზე სწრაფია და წყალში შეიძლება დაემატოს ქლორი ლპობის რისკის შესამცირებლად

შენახვის ოპტიმალური პირობები: ბლის შენახვის ოპტიმალური პირობებია 1-0°C და  > 95% ფარდობითი ტენიანობა. ამ პირობებში ბალი ინახება 2-4 კვირის განმავლობაში.

რეკომენდაციები საცალო ვაჭრობის ობიექტებში პროდუქტის დაწყობასთან დაკავშირებით: ბლის ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი მოთავსება დახლ-მაცივარზე. ეს ხელს უშლის ყუნწების გაყავისფრებას, ჭკნობისა და ლპობის განვითარებას. ბალი უნდა იყოს 5°C ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. არ არის მიზანშეწონილი მისი დასველება, რადგან ზედაპირის მუდმივმა დატენიანებამ შეიძლება ბლის დახეთქვა გამოიწვიოს.

სპეციალური შენიშვნები.  ბალი სწრაფად უნდა გაცივდეს დაკრეფის შემდეგ და მისი შეფუთვის, შენახვის და ტრანსპორტირების დროს შენარჩუნებული უნდა იქნეს დაბალი ტემპერატურა. დაბალი ტემპერატურა მინიმუმამდე ამცირებს ხარისხის გაუარესებას, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ დარღვევებს. მოდიფიცირებულ ატმოსფეროში შეფუთვისას დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას განსაკუთრებით დიდი მნიშველობა აქვს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ანაერობული პირობების განვითარება.

მსგავსი სიახლეები