ბროკოლი - აღწერილობა და დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან
17 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Brassica botrytis Mill.var. cymosa Duch.
ბოტანიკური ოჯახი: ჯვაროსანთა.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: ორწლიანი .
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 18-22°С.
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 80-85%.
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 70-75%.
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 7,0-7,5.
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: თავების ფორმირებისას: -7-8°С.
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 35°С.
სასურველი წინამორბედი კულტურები: გოგროვნები, საადრეო პომიდორი და კარტოფილი, ხახვი თავთავიანი და პარკოსანი კულტურები.
არასასურველი წინამორბედი კულტურები: კომბოსტოსნაირები.

ბროკოლი ანუ სატაცურისებრი კომბოსტო,  ინვითარებს ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავს თავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას უფრო ფხვიერი აქვს და იბნევა ცალკე ყლორტებად.  ეს ყლორტები ძლიერ ჰგავს სატაცურის ყლორტებს, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ბროკოლის ყლორტებს ბოლოები ყვავილის მსგავსად აქვთ გაფართოებული.

ბროკოლი კვებითი ღირებულებით ყველა კომბოსტოზე მაღლა დგას. განსაკუთრებით ძვირფასია როგორც დიეტური და ბავშვების საკვები. ბროკოლს ახასიათებს  გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და მეტი ყინვაგამძლობა.  ირგვება  როგორც ყვავილოვანი კომბოსტო ივნისსა და ივლისში, შემოდის ზამთარში და გაზაფხულზე. მისი უპირატესობა ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით ის არის, რომ კარგად იტანს ზამთრის არახელსაყრელ პირობებს.

მსგავსი სიახლეები