მსხლის ჯიშები - ვილიამსი
17 / 01 / 2019

ნაყოფის აღწერა - ნაყოფი მსხვილია. იგი მოგრძო ფორმისაა, ბორცვიანი ზედაპირით. კანი თხელია, ღია-მწვანე ფერის, სრულ სიმწიფის პერიოდში იღებს ლიმონისებრ-ყვითელ შეფერილობას. ნაყოფის ზედაპირზე გაფანტულია მორუხო-ნაცრისფერი წერტილები. ზოგჯერ ჟანგისფერი ხალებიცაა, მზის მხარეზე უჩნდება ღია-მოვარდისფრო ლოყა. ყუნწი საშუალო სიგრძისაა. რბილობი თეთრია, ნაზი, მდნარი, ერბოსებრი. ნაყოფი სასიამოვნოდ მოტკბო-მომჟავოა. იგი გადამწიფებისას ძლიერ ქაშდება და კარგავს გემურ თვისებებს.

მსხმოიარობაში შესვლა - ხე საშუალო ზრდისაა, ივითარებს პირამიდული ფორმის ვარჯს. პანტაზე დამყნილი ხე მე-5-6 წელს შედის მსხმოიარობაში. კომშზე დამყნილი ძლიერ სუსტი ზრდისაა. მსხმოიარობა რეგულარულია, მკაცრი მეწლეობა არ ახასიათებს.

18-20 წლიანი ხეები საშუალოდ ისხავენ 150 კგ-მდე. ყვავილობს გვიან. 

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ - ნაყოფი არ ცვივა. იკრიფება აგვისტოში. დაკრეფილი ნაყოფი 10-12 დღის შემდეგ მწიფდება.

დამატებითი ინფორმაცია - ჯიში გარემო პირობებისადმი შედარებით მომთხოვნია, ნაყოფი და ფოთოლი ქეცისადმი გამძლეა. ხე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იძლევა შიდა ქართლში და კახეთის ზონაში. ჯიში ადვილად ზიანდება ნაყოფჭამიათი. მოსავლის აღების ვადის დარღვევა/დაგვიანება დაუშვებელია - ნაყოფი ხეზე დამწიფებისას მთლიანად კარგავს გემურ თვისებებს.

მსგავსი სიახლეები