რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა
17 / 01 / 2019

რაჭა - რეგიონი დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მეენახეობის ზონა მდებრეობს მდინარეების - რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში, სამრეწველო ვენახები გავცელებულია ზღვის დონიდან 300-300მ სიმაღლის ფარგლებში.

მდინარე რიონის შენაკადი ლუხუნისწყალი რაჭას ჰყოფს ორ ნაწილად - ქვემო და ზემო რაჭად. მაღალხარისხოვანი ღვინის მომცემი ვენახები უმთავრესად ქვემო რაჭაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე გვხვდება.

ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხული, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3650-3550°C, ნალექების წლიური რაოდენობა1100 მმ., ნიადაგების სიჭრელე-ჩონჩხიანი, ნეშომპალა-კარბონატული და კირქვიანი, რელიეფის საუკეთესო ექსპოზიცია-სამხრეთული დაქაnება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი ზონის ჩამოყალიბებაში როგორიცაა ხვანჭკარა.

ვაზის აბორიგენული ჯიშებიდან საწარმოო დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკუძის თეთრა.. ამ ჯიშებისაგან მზადდება წითელი და თეთრი ბუნებრივად ნახეარტკბილი და ევროპული ტიპის სუფრის ღვინოები.

ლეჩხუმი - მევენახეობის საწარმოო ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურეს დასავლეთ დაბოლოებებს და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს, ზღვის დონიდან 400-650მ სიმაღლის ფარგლებში. ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ზომიერად ცივი ზამთარი დაცხელი შედარებით მშრალი ზაფხული, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3700-3800°C, ნალექების წლიური რაოდენობა 1095 მმ. ნიადაგების სიჭრელე-ნეშომპალა კარბონატული, თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობით, მცირე ტერასისებური გავაკებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის  ტვიშის მევენახეობის უნიკალური მიკროზომის ჩამოყალიბებაში.

ვაზის აბორიგენული გენოფონდიდან საწარმოო დანიშნულებით გამოიყენება ჯიშები ცოლიკოური, უსახელოური, ორბელური ოჯალეში.

აღნიშნული ჯიშებისაგან მზადდება ნაზი, ჰარმონიული და ჯიშური არომატით მდიდარი საუკეთესო ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის ღვინოები.

მსგავსი სიახლეები