
არაქისი ერთწლიანი მცენარეა, სწორმდგომი ან გართხმული ფორმის. ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია და საკმაოდ ღრმად ჩადის ნიადაგში – საშუალოდ 2 მეტრამდე. მსუბუქ ნიადაგებში ფესვის დანატოტებზე უხვად უვითარდება კოჟრები.
ღერო სიმაღლით აღწევს 50-60 სმ-ს, იგი უხვად არის დატოტვილი და შეფოთლილი, რის გამოც ბუჩქისებრ ფორმას იღებს.
ფოთოლი ოთხფოთოლაკიანია – წყვილფრთართული.
ყვავილი გამოდის ფოთლის ღლიებიდან ჯგუფებად – 2-3 ცალი ერთდ. იგი წვრილია, აქვს ყვითელი გვირგვინის ფურცლები. არაქისს ახასიათებს საკმაოდ ხანგრძლივი ყვავილობა, რომელიც თითქმის 3 თვეს გრძელდება.
არაქისის პარკი ცილინდრული ან შუაწელზე შეზნექილია აბრეშუმის პარკის მსგავსად. იგი არ სკდება მომწიფების შემდეგ და მარცვალი არ იბნევა. პარკში 1-დან 6ცალამდე თესლია, რომელიც მოგრძო-ოვალურია ან მრგვალი ღია-ვარდისფერი ან მუქი-მოწითალო.
1000 პარკის მასა საშუალოდ 600-1500 გრამს უდრის. ხოლო 1000 მარცვლის საშუალო მასა კი 200-დან 400 გრამამდეა.
-
აბზინდას ნაყენი მავნებელი მწერების და მღრღნელების წინააღმდეგ 17.01.2019 3414 ნახვა
-
ატმის ჯიშები - კრიმჩაკი 15.01.2019 1970 ნახვა
-
ბადრიჯნის ჯიშები - „გარდაბანი“ 17.01.2019 1827 ნახვა