მევენახეობის მიკროზონები - სვირი
17 / 01 / 2019

სვირის მიკროზონა მდებარეობს იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე. ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, ალუვიურ-დელუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, სამხრეთის ექსპოიცია, ვაზის ჯიშების ცოლიკაურისა და ციცქას განუმეორებელი ჯიშური არომატი, შაქრის დაგროვების მაღალი უნარი უზრუნველყოფს ღვინო სვირის ღირსებას უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო სვირი მზადდება ცოლიკაურისა და ციცქასაგან, რეკომენდირებულია ჯიში კრახუნა, ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის ადუღებით, ჭაჭის რაოდენობა შეადგენს ტკბილის მოცულობის 5-6 %. ღვინო მუქი-ჩალისფერია, მოყვითალო ელფერით, ხასიათდება ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობითა და ჰარმონიულობით.

მსგავსი სიახლეები