
17 / 01 / 2019
ატენის მიკროზონა მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანას ხეობაში.
კავკასიონისა და თრიალეთის მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხეობებში შექმნილი ეკოლოგიური პირობები, ვაზის ჯიშების: ჩინურის, გორული მწვანისა და ბუდეშური თეთრის შაქარმჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, ღვინის დამზადების ორიგინალური, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტექნოლოგია განაპირობებს ტრადიციული ცქრიალა ღვინო ატენურის წარმოებას.
თეთრი ცქრიალა ღვინო, ვაზის ჯიშების ჩინურის, გორული მწვანის და ბუდეშურისაგან მიღებული ღვინომასალების მეორადი დუღილით მიიღება.
ღვინო ჩალისფერია, ხასიათდება ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით.
-
ვაზის საძირეები - 3309 რიპარია X რუპესტრისი 17.01.2019 1407 ნახვა
-
ავოკადო - თესვა, გამრავლების წესები, ჯიშები 23.04.2019 7185 ნახვა
-
ბიომეურნეობა - ნიორის და წიწაკის ნაყენი მავნებელი მწერების წინააღმდეგ 15.01.2019 3796 ნახვა