იონჯა - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
17 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Medicago sativa L.

ბოტანიკური ოჯახიპარკოსანთა.

სიცოცხლის ხანგრძლივობა: მრავალწლიანი (თესლბრუნვაში 2-3 წელი).

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 20-25°С.

თესლის გაღვივების ტემპერატურა: 2-3°С.

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 65-70%.

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 75-80%.

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 6,5-7,0.

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -15°С-დან -20°С-მდე (თოვლის საფარქვეშ უძლებს ტემპერატურის -40°С-მდე დაცემას).

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 39-40°С.

სასურველი წინამორბედი კულტურები: სიმინდი, ჭარხალი, კარტოფილი, თავთავიანი და ბაღჩეული კულტურები.

არასასურველი წინამორბედი კულტურები: პარკოსნები.

ზოგადი ინფორმაცია. იონჯა გამოირჩევა დიდი მოსავლიანობით და მაღალი კვებითი ღირებულებებით. მისი ბალახის თივა შეიცავს 18% პროტეინს, 2,7%-მდე ცხიმს, 40% უაზოტო-ექსტრაქტულ ნივთიერებას და 30%-მდე უჯრედენას.

საქართველოს პირობებში იონჯა იძლევა 4-5 განათიბს წელიწადში. იგი დათესვის წელსვე იძლევა ყვავილს და თესლს, მაგრამ ვეგეტაციას ამით არ ასრულებს. ერთი დათესვის შემდგომ, კარგი მოვლის პირობებში, მისი მოსავლის აღება შესაძლებელია 5-6 წლის და უფრო მეტი დროის განმავლობაში. მაქსიმალურ მოსავალს იძლევა დათესვიდან მეორე-მესამე წელს. მისი დათესვა შესაძლებელია როგორც საფარი კულტურების ქვეშ, ასევე უსაფროდ – სუფთად. საქართველოშ პირობებში იონჯის ოპტიმალური საფარი კულტურებია თავთავიანი პურეულები. ამ დროს საფარქვეშ დათესილი იონჯა პირველ წელს სუსტად ვითარდება და მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ საფარქვეში მისი თესვით ფერმერი იგებს ერთ სავეგეტაციო წელს და ამავე დროს, იღებს თავთავიანი კულტურის მოსავალსაც. საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ იონჯა სწრაფად ვითარდება და იმავე წელს იძლევა 1-2 განათიბს.

მსგავსი სიახლეები