სოია - მოვლა, წარმოების აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება. სოიას დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, ღრმად, 27-30 სმ სიღრმეზე მოიხვნება. დასავლეთ საქართველოში ნიადაგი მოიხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.
გაზაფხულზევე საჭიროა მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

ნიადაგის განოყიერებანიადაგში შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა განხორციელდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე. საშუალოდ, სოიას ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 24 კგ, ფოსფორი 32კგ, კალიუმი 32კგ. (სუფთა ნივთიერებები). მაგალითად, თუ იგეგმება ერთ ჰა-ზე საშუალოდ 3 ტონა მოსავლის მიღება, შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება:

  • N – აზოტი – 72,0 კგ. სუფთა ნივთიერება.
  • P- ფოსფორი – 96,0 კგ. სუფთა ნივთიერება.
  • K- კალიუმი – 96,0 კგ. სუფთა ნივთიერება.

ფოსფორის 2/3-ის შეტანა უნდა განხორციელდეს მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი – გამოკვების სახით. ამავე წესით უნდა შეტანილი იქნას ასევე კალიუმი. ხოლო აზოტის შეტანა კი უნდა განხორციელდეს ვეგეტაციის პერიოდში, 2 ჯერადად, გამოკვების სახით.
მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში კი საჭიროა მხოლოდ 46 კგ. ფოსფორის შეტანა (სუფთა ნივთიერება).

თესვის წესები და ვადები. სოია ითესება მწკრივად, სათესი მანქანებით. მწკრივთა შორის მანძილი 60-70, ხოლო მცენარეებს შორის 18-20 სმ-ის დაშორებთ. ასევე მიმართავენ ორმწკრივიან ზოლებრივ თესვასაც. ზოლებს შორის 60-70 სმ, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის 15 სმ. სოიას სუფთად დათესვისას საჭიროა 30-40 კგ თესლი. სიმინდთან შეთესვის შემთხვევაში კი – 10-14 კგ. ჩათესვის სიღრმე 4-5 სმ-ია. სუფთად დათესვისას კარგ შედეგებს იძლევა ნათესის მსუბუქი მოტკეპვნა.
კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა – ოპტიმალურია თესვა მაშინ, როდესაც ნიადაგი 10 სმ სიღრმეზე 10-12°С გათბება. ასევე კარგ შედეგს იძლევა პუნქტირებული სათესების გამოყენება – იგი უზრუნველყოფს თანაბარ აღმონაცენს.
ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა ნიადაგის დროული გაფხვიერება და სარეველების მოცილება.
მწვანე მასის მისაღებად სოია შესაძლებელია დაითესოს როგორც სანაწვერალო კულტურა, პურეულის აღების შემდეგ.

ნიადაგის განოყიერება. ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად, მცენარის მიერ ნივთიერებათა შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა ნიადაგში შეტანილი იქნას აზოტი 24კგ, ფოსფორი 32 კგ, კალიუმი 32 კგ. სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით.

მორწყვა. სოიას ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თესლის გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის და მარცვლის ფორმირების პერიოდებში. მორწყვა ტარდება ადგილზე არსებული პირობების შესაბამისად. 4-5-ჯერ. თითოაული მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა არის 400-500მ3 ერთ ჰა-ზე.

მოსავლის აღება-შენახვა. სოიას მოსავლის აღება ხდება სრული სიმწიფის ფაზაში. ამ დროს მცენარეს ფოთლები მთლიანად ცვივა, ღერო გამხმარია, პარკები შერხევისას ხმაურობს და მარცვლის ტენიანობა კი 20-22%-ია.
მოსავლის აღება ხდება კომბაინით დაბალ ჭრაზე. ხშირად მოსავლის აღება ხელით ხდება. ამ დროს მცენარეები ძირში იჭრება, ერთ ადგილზე შეგროვდება, გაიშლება და ილეწება.

გალეწვის შემდეგ მარცვალს აშრობენ და ანიავებენ. ინახება ტომრებში, მშრალ ადგილას. შენახვისას მარცვლის ტენიანობა 10-12%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები