მევენახეობის მიკროზონები - კარდანახი
17 / 01 / 2019

კარდანახის მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებებზე. გორაკბორცვიანი რელიეფი და აღმოსავლეთიდან მოსული ჰაერის მასების ზემოქმედებით წარმოქმნილი მიკროკლიმატი, კარბონატული ნიადაგები განაპირობებენ ვაზის ჯისების: რქაწითელის, ხიხვის და კახური მწვანის უნიკალურ თვისებებს ( ისინი გამოირჩევისნ მაღალი შაქრიანობით, ზომიერი მჟავიანობით და არომატით). კონტროლირებადი თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდანახი“ მზადდებააღნიშნული ჯიშებისგან დურდოზე დაყოვნებით და მიღებული ნატურალური ტკბილის დასპირტვით.

მსგავსი სიახლეები