ქათმის სინგამოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
17 / 01 / 2019

ზოგადი ინფორმაცია. დაავადების აღმძვრელია ნემატოდა. იგი წითელი ფერისაა, სიგრძით 5-20 მმ. აღმძვრელი ინახება ჭიაყელებსა და ლოკოკინებში. სინგამოზი გავრცელებულია თბილი, ტენიანი კლიმატის ადგილებში. დაავადების წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ფრინველი. მეტწილად ამთვისებელია მოზარდი.

დაავადებულ ფრინველში სინგამუსები მიეკვრებიან რა ტრაქეის და მსხვილი ბრონქების ლორწოვან გარსებს, წოვენ სისხლს, იწვევენ მათ კატარალურ ანთებას.

სიმპტომები. დაავადება ვლინდება წიწილებში 2 თვის ასაკამდე დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია „მთქნარება“, სუნთქვა გაძნელებულია, უვითარდებათ ქოშინი, ჰაერის უკმარისობა. ნისკარტში გროვდება სქელი, ბლანტი ლორწო. წიწილები იღუპებიან ჰაერის უკმარისობით.

დიაგნოზი. ცოცხალ ფრინველებზე დაისმის კლინიკური ნიშნების მიხედვით, მკვდრებზე - ტრაქეაში სინგამუსების არსებობით.

მკურნალობა. სამკურნალოდ იყენებენ იოდის წყალხსნარს (ლუგოლის ხსნარი), რომელიც შეჰყავთ ტრაქეაში. ასევე იყენებენ სალიცილმჟავა ნატრიუმის 5%-იან ხსნარს, მებენვენტს საკვებთან ერთად, ფენბექსს, დასალევ პრომექტინს, ბიომექტინს და სხვ.

პროფილაქტიკა. დაავადების პროფილაქტიკის მიზნით მოზარდს ინახავენ ზრდასრული ფრინველებისაგან განცალკევებით. არაკეთილსაიმედო საფრინველეებში ატარებენ პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას.  

მსგავსი სიახლეები