
ნაყოფის აღწერა - ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ტიპური მსხლის ფორმის, ყუნწი გრძელია, ოდნავ მოღუნული. კანი სიმწიფეში თხელი და ნაზია. ძირითადი ფერი მოყვითალო-ლიმონისფერია. კარგად ემჩნევა კანქვეშა მწვანე წერტილები. რბილობი თეთრია, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, წვნიანი. არ ახასიათებს სიმჟავე.
მსხმოიარობაში შესვლა - ხე ძლიერია. ახასიათებს სხვადსხვა ფორმის ვარჯი. ძლიერ საძირეზე დამყნილი მე-8-10 წელს შედის მხმოიარობაში. ახასიათებს უხვი და შედარებით რეგულარული მსხმოიარობა.
სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ - მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი გამოიყენება, როგორც ზაფხულის ხილი.
დამატებითი ინფორმაცია - ნაყოფი მაღალი ხარისხისაა. ხასიათდება დიდი მომთხოვნელობით გარემო პირობების მიმართ. გადასამუშავებლად არ გამოიყენება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს მეხილეობის რაიონებში. არჩევენ კახურ, ქართლური, მესხურ და სხვა გულაბის სახეობებს.
-
ვაშლის სასუქებით კვების სქემა 04.05.2019 2906 ნახვა
-
ლიმონის პლანტაციის მოვლა-გაშენების წესები 12.02.2020 4367 ნახვა
-
დაფნა - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება 17.01.2019 3278 ნახვა