კივი - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
17 / 01 / 2019

ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხილი -კივი, რომლის სასარგებლო თვისებებსაც გაგაცნობთ. განსაკუთრებული უკუჩვენებები ამ ხილს არ გააჩნია.კივი შეიძლება მიირთვან, როგორც მოზრდილებმა ასევე პატარებმა.

კივის ნაყოფი შეიცავს უნიკალური შემადგენლობის ვიტამინებს, კერძოდ, C, E, B1, B2, B3, B9, B6 და  გარდა ამისა, კივი შეიცავს pectin -ს , ორგანულ მჟავებს, შაქარს, ფლავონოიდებს. ასევე შეიცავს მინერალებს: კალიუმს, მაგნიუმს (დიდი რაოდენობით) და რკინას.

რა სარგებლობას მოვუტანთ ჩვენ ჯანმრთელობას, თუ ჩვენ რეგულარულად მივირთმევთ კივს? რა თქმა უნდა, ამ ხილის გამოყენება გააძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და შეგვმატებს ძალას.ანტიოქსიდანტები  ებრძვიან სიბერის უჯრედებს და ხელს უშლიან სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, მათ შორის ონკოლოგიურ დაავადებისასაც.  კივი სასარგებლოა მათთვის ვისაც აწუხებს სიმსუქნე,რადგან მასში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ცხიმების დაშლა.

კარგი კვების შემდეგ უნდა მივიღოთ რამდენიმე ცალი კივი, რადგან ის ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. მისი მიღებით თავიდან აიცილებთ გულძმარვას და არასასიამოვნო მძიმე შეგრძნებას კუჭში.მისი რეგულარული ხმარება ხელს უწყობს ვირუსულ დაავადებებთან დად გაციებასთან ბრძოლას. კივი ათავისუფლებს დეპრესიისაგან ადამიანს  და აუმჯობესებს განწყობას.

კივი-ხილი,რომელიც სასარგებლოა ფეხმძიმეებისათვის.აუცილებელია მათ მიიღონ მინიმუმ ერთი ცალი  დღეში.საქმე იმაშია, რომ ფოლიუმის მჟავა, რომელიც ბევრია კივში, აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის სათანადო ფორმირების ჩამოყალიბებაში  და აკაჟებს დედას.ეს მჟავა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ებრძვის თვალის სხვადასხვა დაავადებებს.თუ ადამიანმა ხშირად მიიღო კივი, მისი ძვლები  მაგრდება, და ამით თავიდან შეიძლება ავიცილოთ მოტეხილობები და ტრამვები.

კივში დიდი რაოდენობითაა  С  და  Е ვიტამინი, რომელიც უნარჩუნებს კანს სიახალგაზრდავეს და სილამაზეს, აგრეთვე ალამაზებს ადამიანს შინაგანად.იგი შეიძლება გამოვიყენოთ არამარტო საკვებად, არამედ სახის კანის   ნიღბებისთვის, თმებისთვის. კივის მიღება ასტიმულირებს კანის კოლაგენის სინთეზს, რაც აღადგენს დნმ – ის კანის უჯრედებს.

კივი დიეტური პროდუქტია, რადგან ნაკლებკალორიულია. ვისაც  წონის დაკლება სურს საუკეთესო ხილია. ის აგრეთვე ამაგრებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის ვარიკოზული ვენების გაგანიერებას. ამავე დროს ამცირებს ტრომბების რისკს.სამეცნიერო კვლევების შედეგად დადგინდა ,რომ მას აქვს ასპირინის თვისებები,წარმატებით შეუძლია შეცვალოს ის, თან არ გამოიწვიოს უკუჩვენებები, რაც აქვს თვით ასპირინს.

 უკუჩვენები. კივი არ შეიძლება მიიღონ, მათ ვისაც აწუხებს კუჭის მაღალი მჟავიანობა, აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მათ, ვინც ალერგიულია. დანარჩენებისთვის კივის მიღება არა შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.

კივი შეიძლება დაამატოთ სალათებში, კერძებში მაგრამ უფრო სასარგებლოა მიიღოთ გასუფთავებული,კვებიდან კვებას შორის,მაგრამ ძალიან ბევრის ჭამა მიზანშეწონილი არ არის.

მსგავსი სიახლეები