ბადრიჯანი - აგრობიოლოგიური აღწერილობა, სახეობები
17 / 01 / 2019

ლათინური დასახელებაSolanum melongena L.

ბოტანიკური ოჯახიძაღლყურძენასებრთა.

სიცოცხლის ხანგრძლივობაერთწლიანი (კულტურაში).

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა25_30 °С

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა70-75%

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 80-85%

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 6,0-6,5

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი:+0,5°С

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი35-38°С

სასურველი წინამორბედი კულტურებითავთავიანი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები, კომბოსტო, ხახვი, ძირხვენები.

არასასურველი წინამორბედი კულტურებიკარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო, პომიდორი.

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი: 2600-3000 °С

გავრცელების არეალი ზღვის დონიდან: 1000 მეტრამდე

ბადრინჯნის სამშობლოდ ითვლება სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთი. საქართველოში იგი იხსენიება მეთორმეტე საუკუნიდან.

ბადრიჯანი (Solarium melongena var. exculentum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი თესლი ბრტყელია, მომრგვალო, ღია-ყვითელი ფერის, კანმაგარი.

ბადრიჯნის ფესვთა სისტემა ნიადაგში ზედაპირულად ვრცელდება – მთავარი ფესვიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში.ცალკეული ფესვები ნიადაგში შესაძლოა ერთი მეტრის სიღრმემდე გავრცელდეს. ღერო სწორმდგომია, მწვანე ფერის. ღეროს წვერი ზოგჯერ მოიისფრო, ან იისფერი შეფერილობისაა. ფოთლები დიდრონია, მწვანე ან მომწვანო-იისფერი. შებუსვილი, ღეროზე მორიგეობით გაწყობილი, ოვალური, ან ოვალურ-წაგრძელებული და წვეტიანი.

ყვავილები მარტოული, ან ყვავილედებად შეკრებილია, 2-7 ცალის რაოდენობით. ყვავილი ორსქესიანია. ბადრიჯანი ძირითადად თვითდამამტვერიანებელი მცენარეა, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჯვარედინად დამტვერიანებასაც.

ფორმის მიხედვით ბადრიჯნის ნაყოფები სხვადასხვანაირია: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული, გრძელი, მოხრილი და ა.შ. ნაყოფები ფერის მიხედვითაც სხვადასხვანაირია: მუქი-იისფერი - თითქმის შავი, ღია იისფერი, მოწაბლისფრო-იისფერი, თეთრი და ა.შ.

რეალიზაციის მიზნით იწარმოება ბადრიჯნის რამდენიმე სახეობა. ისინი განსხვავდებიან ფერით და ფორმით. როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს შავი, ვარდისფერი, იასამნისფერი, თეთრი ფერის ნაყოფები. ნაყოფები ზომით და ფორმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და არსებობს გრძელი, წვრილი, ცილინდრული ფორმის და მინიატურული ზომების ნაყოფები. ასევე არსებობს სხვა ტიპის ბადრიჯანი – შოლარიუმ ინტეგრიფოლიუმ, იაპონური ოქროს კვერცხები, თურქული ნარინჯისფერი ან კვახისებრი, რომელიც, აზიასთან ერთად, აფრიკაშიც იწარმოება. ამ ტიპის ბადრიჯნის ნაყოფები წითელი ან ნარინჯისფერია, როგორც წესი მცირე ზომის.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით ბადრიჯნის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 90-110 დღე, საშუალოსი – 111-120 დღე, საგვიანოების 120 დღეზე მეტი.

მსგავსი სიახლეები