ნუშის ჯიშები - თხელნაჭუჭა
17 / 01 / 2019

ნაყოფის აღწერა - ნაყოფი საკმაოდ მსხვილია. მისი საშუალო წონა 2 გრამამდეა. ფორმით ასიმეტრიულია. ნაჭუჭი მოყავისფროა, მოფენილია საშუალო ან წვრილი ზომის ნასვრეტებით. ნაჭუჭის ზედა ფენა ფხვიერია, ქვედა კი სიფრიფანაა. ნაჭუჭი ადვილად მტვრევადია. ნაყოფის გული მსხვილია, მოგრძო და ბრტყელი ფორმის. გამოირჩევა კარგი გემოთი.

მსხმოიარობაში შესვლა - მცენარე საშუალო ზრდისაა, პირამიდული ფორმის, კარგად შეფოთლილი ვარჯით. ყინვებისადმი გამძლეა, გვიანმოყვავილე ჯიშია, ყვავილობას იწყებს მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის პირველ დეკადაში.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ - მოსავალი მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. საშუალო მოსავალი 7 კგ-მდეა.

მსგავსი სიახლეები