ბოსტნეულის თესლის გაღივება - მნიშვნელობა და წესები
17 / 01 / 2019

გაღივების მნიშვნელობა იგივეა რაც დალბობის, მხოლოდ ამ შემთხვევაში თესლი აღმონაცენის წამოღების ფაზამდე მიჰყავთ, რითაც უფრო მეტად აჩქარებენ აღმოცენებას და უზრუნველყოფენ საადრეო მოსავლის მიღებას.

ბოსტნეულ მცენარეთა თესლის გაღივებას აწარმოებენ 20-25 ⁰C ტემპერატურაზე. უჟანგავ ჭურჭელში, ქეჩაზე ან ტომარაზე.

სველ, დამბალ თესლს ყრიან 6-8 სმ-ის სისქეზე და ზემოდან სველ ტომარას აფარებენ. შენობა, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, კარგად უნდა ნიავდებოდეს. თესლი დღე-ღამეში 2-3-ჯერ უნდა აირიოს.

გაღივების პროცესი მთავრდება მაშინ, როდესაც თესლის საერთო რაოდენობის 30-50% განივითარებს ღივებს. იმ შემთხვევაში თუ თესვა უნდა მოხდეს მექანიზირებულად, საჭიროა გაღივების პროცესი დასრულდეს მაშინ, როდესაც თესლის 3-5% – ს კანი დაუსკდება და ღივები გამოუჩნდება.

მსგავსი სიახლეები