თესლის დალბობის წესები
17 / 01 / 2019

წინასწარ დამბალი თესლის წარმოების შემთხვევაში მოსავლიანობა მნიშვნელოვნად იმატებს მშრალი თესლის თესვასთან შედარებით.

თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა სითბოს მოყვარული კულტურებისათვის უნდა იყოს 16-25 ⁰C, ხოლო დანარჩენი კულტურებისათვის (საზამთრო, ნესვი) დასაშვებია ტემპერატურა 6-25 ⁰C – მდე. დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. წყალი უნდა გამოიცვალოს ყოველ 10-12 საათში ერთხელ.

დალბობის პროცესის ხანგრძლივობა ასეთია:

  • კიტრი – 12-20 საათი;
  • ხახვი – 50-60 საათი;
  • პომიდორი – 25-40 საათი;
  • საზამთრო  –  12-20 საათი;
  • ნესვი –  12-20 საათი;
  • წიწაკა – 25-40 საათი;
  • ბადრიჯანი – 25-40 საათი;
  • ნიორი – 50-60 საათი;
  • კარტოფილი – 25-40 საათი.
მსგავსი სიახლეები