სათესლე მასალის გაკაჟების წესი
17 / 01 / 2019

ცვალებადი ტემპერატურით თესლის გასაკაჟებლად ბოსტნეულ მცენარეთა გაღოჯილ თესლს ათავსებენ: დღე-ღამეში 12-18 საათს მინუს 1-5⁰C ტემპერატურაზე და 12 – 6 საათს პლიუს 18-22⁰C-ზე. ტემპერატურის პერიოდული მომატება იწვევს თესლში ზრდის პროცესების გაძლიერებას, უჯრედების უფრო ინტენსიური დაყოფის გზით, ხოლო ტემპერატურის შემცირება კი იწვევს ზრდის პროცესების შეფერხება/შეჩერებას და ყინვაგამძლეობის მომატებას.

შედეგად, აღმოცენებულ თესლში ტემპერატურის პერიოდული მერყეობა უზრუნველყოფს დათესვის შემდეგ მცენარეთა სწრაფ ზრდა-განვითარებას.

ცვალებადი ტემპერატურით პომიდორის თესლის გაკაჟებას 20-30 დღე-ღემის განმავლობაში აწარმოებენ, ხოლო კიტრის თესლისას – 10-20 დღე-ღამის განმავლობაში. პომიდორის ღივები, რომლებიც გაკაჟებული თესლიდანაა აღმოცენებული, დაუზიანებლად იტანენ 3⁰C-მდე დილის ყინვებს.

მსგავსი სიახლეები