
17 / 01 / 2019
გამომწვევი სოკო – Septoria rubi.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 20-25°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.
დაავადების სიმპტომები. დაავადებული ფოთლის ზედაპირზე ჩნდება თეთრი, რუსი, ან მოყვითალო შეფერილობის ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქის მიერ დაკავებული ფოთლის ქსოვილი იშლება და ფოთლებზე წარმოიქმნება ნახვრეტები. დაავადების მიერ ძლიერ დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა. ფოთლების ნაადრევი დაცვენა ასუსტებს მცენარეს და ქვეითდება მისი სიცივისადმი გამძლეობის უნარი.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ მიზანშეწონილია კაპტანის და სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება.
-
ატმის წარმოების აგრო-ტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1862 ნახვა
-
ფორთოხლის ჯიშები - პირმშო (პერვენეც) 17.01.2019 1358 ნახვა
-
კარტოფილის ჯიშები - მარფონა 18.01.2019 2468 ნახვა