
გამომწვევი სოკო – Phragmidium rubi-ideae.
დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:
- ტემპერატურა: 14-21°C.
- ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.
დაავადების სიმპტომები. ყვითელი ჟანგას სიმპტომები ყველაზე თვალსაჩინოა ჟოლოს ფოთლებსა და ნაყოფებზე. დაავადება ასევე აზიანებს ყვავილების ჯამებს და ყუნწებს.
დაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მცირე ზომის მეჭეჭები. მათი შიგთავსი გავსებულია მოყვითალო მომარჯინისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით. ანალოგიური სახის მეჭეჭები ყალიბდება ნაყოფების ზედაპირზე, რის შედეგადაც ნაყოფი კარგავს სასაქონლო ხარისხს.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
- ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.
-
ბიომეურნეობა - სატაცური ნემატოდების წინააღმდეგ 17.01.2019 1464 ნახვა
-
ნესვის ჯიშები - მუხიანური 18.01.2019 1801 ნახვა
-
ჩაი - ძირითადი ჯიშები და დამოკიდებულება აგროკლიმატისადმი 15.01.2019 2091 ნახვა