
ნაყოფის რბილობის გამუქება – დაზიანება ან/და სიცივის დაზიანებები არის მთავარი ფიზიოლოგიური მიზეზი, რაც ხილის დაზიანებას იწვევს. ნაყოფის რბილობის გამუქება – დაზიანებას ზოგადად უწოდებენ დაბალი ტემპერატურის ან სიცივით დაზიანებას. დაავადების სიმპტომებია მშრალი, ფქვილოვანი მასა ან უხეში ქსოვილის რბილობი ან კურკის გაყავისფერება; გაუფერულება კურკამდე. ზოგი ჯიშის შემთხვევაში, გულის მკვეთრი წითელი ფერი, რომელიც კურკიდან მოდის შეიძლება ამ პრობლემასთან ასოცირდეს. ყველა ამ შემთხვევაში, იკარგება არომატი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვიზუალური სიმპტომები გამოჩნდება. თუმცა, ჯიშების მიხედვით განსხვავებულია ამ ფიზიოლოგიური დარღვევის მიმართ მიდრეკილება. ზოგადად, ატმის ჯიშები უფრო არიან მიდრეკილი ვიდრე ნექტარინის ან ქლიავის ჯიშები. გადაზიდვის მომენტში, ხილი უნდა გაცივდეს და ინახებოდეს 0 °C-ზე (32 °F) დაბალ ტემპერატურაზე. ტრანსპორტირების დროს, თუ ჯიშები, რომელიც მიდრეკილია რბილობის გამუქებისადმი ინახება 5 °C (41 °F) ტემპერატურაზე, მათი მოსავლის შემდგომი შენახვის ხანგრძლივობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს. გამოცდილია რამდენიმე სახის შესხურება, რაც ამ დაავადებას შეამცირებდა ან შეზღუდავდა. ამ მეთოდებს შორის, კალიფორნიაში ყველაზე მეტად გაამართლა წინასწარი დამწიფების მეთოდმა (დასაწყობებამდე).
რეგულირებულ ატმოსფეროს რეჟიმის (17% CO2 + 6% O2) ეფექტურობა დამოკიდებულია ატმის ჯიშზე, ბაზარზე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, გადაზიდვის დროსა და ხილის ზომაზე.
კანის ლაქობრივი გაშავება არის კოსმეტიკური პრობლემა, რომელიც მხოლოდ კანს აზიანებს. ეს დაავადება ხასიათდება შავი/ყავისფერი ლაქებითა და ზოლებით. სიმპტომები მოსავლის აღებიდან 24-48 საათში ჩნდება. კანზე ლაქები დაბეჟილობით და ლითონებზე (რკინა, სპილენძი ან ალუმინი) შეხებით გამოწვეული დაზიანებით გამო ჩნდება, რაც ძირითადად, თავს იჩენს ხილის მოკრეფისას ან გადაზიდვის დროს, თუმცა შეიძლება სხვა ეტაპებზე გამოჩნდეს მოსავლის შემდგომი დამუშავების დროს. დაავადების რისკს შეამცირებს შემდეგი ღონისძიებები: ხილის ფრთხილი მოპყრობა, მოკლე მანძილზე გადაზიდვა, შეწამვლაზე უარის თქმა მოსავლის აღებამდე 15 დღის განმავლობაში და მოსავლის შემდგომ სოკოვან ინფექციების შეწამვლის ინტერვალებზე შესაბამისი სახელმძღვანელოების დაცვა.
-
მსხვილი რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა 17.01.2019 2847 ნახვა
-
ნუშის ჯიშები - სუპერნოვა 17.01.2019 3820 ნახვა
-
სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები 15.01.2019 3615 ნახვა