დიდგულას (Sambucus nigra) ხალხური სინონიმები: ქართლ-კახეთში, აჭარაში-დიდგულა; ზემო იმერეთში (სამტრედიის რაიონი) -ანწლი; ლეჩხუმში-ხელღრუე; რაჭა-ლეჩხუმში-ხეყრუა; ოკრიბაში, ქვემო რაჭაში-ხრეკოლა, ხრიკოლა; გურიაში-ხელთოფა, თხიფსელა; აჭარაში-სართოფელა; სამეგრელოში-თახვანტია, თახვანტიაშჯა, ხინთობალაში ჯა, ინჭირაია, ჩვაჩვაბვე, ჩიჩვები, გეყრუაი, სვანეთში-გეყრუი, თვეფილა, თოფრა; რაფიელ ერისთავის მიხედვით-ყრუა ხე; დავით ჩუბინიშვილის მიხედვით -თოფჩი.
შავი მოცხარის კვირტის ტკიპას წინააღმდეგ (ყვავილობის წინ), მოცხარის რიგთშორიესებში დიდგულას ნედლი ტოტები წყლიანი ჭურჭლით უნდა მოთავსდეს.
თაგვისებრი მღრღნელების დაფრთხობის მიზნით ხეების შტამბზე დიდგულას ტოტებს ახვევენ, ზვინზე მოაფენენ ტოტებს, ბეღლის ირგვლივ ათავსებენ დიდგულას მწვანე ნედლეულს.
ხეხილის ბაღებში (ვაშლი,ქლიავი) და ხურტკმელის პლანტაციაში (ნაყოფჭამიების და ხურტკმელის პლანტაციაში (ნაყოფჭამიების და ხურტკმელის ალურას დასაფრთხობად) დიდგულას გაშენებას ურჩევენ.
ავტორი: პროფ. კარლო ბუაჩიძე
-
ლაგუნა F1 - სტაფილოს ჰიბრიდი 18.01.2019 2119 ნახვა
-
ჭარხლის ცერკოსპორიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 1959 ნახვა
-
თხის ცოფი, ანუ ჰიდროფობია - სიმპტომები და პროფილაქტიკა 15.01.2019 2391 ნახვა