მსხლის ფოთლის სიხუჭუჭე - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
15 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Gumnosporangium sabinae (Dicks.) Wint.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

ტემპერატურა: 15-18◦C.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 84-91%.

დაავადების სიმპტომები. მსხლის ფოთლებზე ჩნდება ამობურცული ადგილები და ხდება მათი დახუჭუჭება. ფოთლის ქვედა მხარეს შეინიშნება ფიფქისებრი წარმონაქმნი.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული.

დაავადების გამომწვევი ინახება ჩამოცვენილ ფოთლებსა და მცენარეულ ნარჩენებში.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • კულტურის დაავადებული ტოტების და ყლორტების მოცილება გაზაფხულის პერიოდშივე, რათა არ მოხდეს დაავადების შემდგომი გავრცელება.

ქიმიური კონტროლი. ფოთლის სიხუჭუჭის გავრცელების წინააღმდეგ წამლობებისათვის კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე შესაძლებელია როგორც 3%-იანი ბორდოს ნარევის, ასევე მანკოცების, პროპინების და სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდების შესხურება.

დაავადების საწინააღმდეგო ფუნგიციდების სავაჭრო დასახელებები:

  • დითან მ 45 სფ
  • საკოზები მ 45 სფ
  • ანტრაკოლი სფ 70
  • ფუნგიკინგი სფ

და სხვა..

მსგავსი სიახლეები