ვაშლის ნაცარი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
15 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Podospharea leucotricha Salm.

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 15-25°C

ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა: 70-90%

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

დაავადების სიმპტომები. ნაცარით დაავადებულ ორგანოების (ფოთლები, ყლორტი, ყვავილი, მკვახე ნაყოფი) ზედაპირზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი. დაავადების შედეგად ახალგაზრდა ფოთოლი კოვზისებურად იხურება – იხვევა მთავარი ძარღვის გასწვრივ. იგი კიდეებიდან იწყებს ხმობას და ცვივა. ყლორტები იფარება თავდაპირველად თეთრი, ხოლო შემდეგ კი მონაცრისფრო ფერის ფიფქისაგან შემდგარი ლაქებით. დროთა განმავლობაში ლაქები ერთმანეთს უერთდება და ყლორტების ზედაპირი სრულად იფარება ასეთი ფიფქით. ძლიერ დაზიანებულ ყლორტებზე არსებული ფოთლები ხმება და ცვივა. დაზიანებული ყვავილის კვირტი გვიან იხსნება და ნელა ვითარდება. დაავადებულ ყვავილედებზე ნაყოფი ვეღარ ვითარდება. ნაცარით დაზიანებული ნაყოფები იფარება ფიფქის თხელი ფენით და ნელა ვითარდება.

ნაცარის გამომწვევი სოკო იზამთრებს დაავადებული ორგანიების ქერქის ქვეშ, ან ნაკლებად ცივი ზამთრის პირობებში, პირდაპირ დაზიანებული ყლორტების ზედაპირზე. აქედან გამომდინარე, ცივი ზამთრის პირობებში დაავადების გავრცელების მასშტაბები მკვეთრად მცირდება.

ბრძოლის აგროტექნიკური და მექანიკური ღონისძიებები:

  • შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.
  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • ულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).

ქიმიური კონტროლი/წამლობები. ვაშლის ნაცარის გავრცელების წინააღმდეგ კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე, გამოიყენება პენკონაზოლის, გოგირდის, ტებუკონაზოლის, ტრიადიმეფონის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები. მაგალითად:

  • ზატო, წხგრ”,
  • ბაილეტონი სფ 25,  
  • კობუზი 100 ეკ”.
  • მისტიკი 250 ეკ” და სხვ.
მსგავსი სიახლეები