ვაშლის ჯიშები - გოლდენ დელიშესი
15 / 01 / 2019

ნაყოფის აღწერა. ნაყოფი საშუალო ზომისაა. მისი ზედაპირი გლუვია, კანი - ელასტიური. იგი მოყვითალო-ჩალისფერია, ხოლო შენახვისას კი უფრო ყვითლდება. ყუნწთან ემჩნევა ჟანგისფერი წერტილები. ყუნწი გრძელია 3.3-3.5 სმ სიგრძის. რბილობი ოდნავ მოყვითალო-თეთრია, მარცვლოვანი კონსისტენციის, საშუალოდ წვნიანი, მკვრივი, გადამწიფებისას არ ქაშდება. ხასიათდება თავისებური არომატით, რომელიც სიმწიფის პერიოდში კიდევ უფრო მძაფრდება. ნაყოფი საკმაოდ ტკბილია, დაბალი მჟავიანობის.

მსხმოიარობაში შესვლა.  სუსტი ზრდის ხეა, ივითარებს ბირთვისებრი ფორმის ვარჯს, ახასიათებს ხშირი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ერთწლიანი ნაზარდი სუსტია. ჯიში ადრე შედის მსხმოიარობაში. მაჟალოზე დამყნილი 5 წლიანი ხეები უკვე იწყებენ მსხმოიარობას. სუსტ საძირეზე დამყნობისას კი მსხმოიარობაში შედის მესამე წლიდან. მსხმოიარობა რეგულარულია, არ ახასიათებს მეწლეობა.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ. ყვავილობა საშუალო პერიოდისაა, გაზაფხულის ყინვებისგან იშვიათად ზიანდება. ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში და ჩვეულებრივ საწყობის პირობებში ინახება გაზაფხულამდე, მაცივარში შენახული მაისამდე არ კარგავს გემურ თვისებებს.

მსგავსი სიახლეები