კარტოფილის შენახვის ტექნოლოგია
15 / 01 / 2019

ხარისხის მახასიათებლები და კრიტერიუმები: მაღალი ხარისხის, ბაზარზე გასატანი კარტოფილის ბოლქვები უნდა იყოს შევსებული, კარგი ფორმის, ერთგვაროვანი, მკვეთრი ფერის (განსაკუთრებით წითელი, თეთრი და ყვითელი ჯიშები), არ უნდა იყოს ტალახიანი, დაზიანებული, გამწვანებული, გაღივებული, დაავადებული და  არ უნდა აღენიშნებოდეს ფიზიოლოგიური დეფექტები.

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლებიკარტოფილის ტუბერის კანი უნდა იყოს გამძლე მოსავლის აღების დროს.  კანი, რომელიც  აღარ იხეხება,  არის  მოსავლის აღების დაწყების   მთავარი მაჩვენებელი. გადამუშავებაში გამოყენებული კარტოფილის სიმწიფის ნიშანია შაქრიანობა ,  მცენარის დაბერება  არის ნიშანი მოსავლის აღებამდე სიმწიფის დასადგენად. ტუბერის დაძარღვის შეფერვა კორელაციაში სიმწიფის პერიოდთან,  თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად   განსხვავდება კარტოფილის სხვადასხვა ჯიშებს შორის.

შენახვის ოპტიმალური პირობებიკარტოფილის გრძელვადიანი პერიოდით შესანახად საჭიროა მისი  სამკურნალო დაყოვნება/გაჯანსაღება (დაახლოებით 12 თვემდე შენახვის მიზნით). ღონისძიების  მიზანია კარტოფილის გამოცოცხლება, იარების მკურნალობა და რესპირაციის შემცირება.ამ ღონისძიების  ოპტიმალური პირობებია დაახლოებით 20 °C (68 °F), ტენიანობა –  80 – 100%. გაჯანსაღება შესამჩნევად ნელდება  ტემპერატურაზე< 10 – 12°C (50 -55 °F) და > 25 – 30 °C (75 – 85 °F). ანალოგიურად, ტენიანობა  თუ ნაკლებია < 80% აყოვნებს გაჯანსაღებას.

რეკომენდებულია  სამკურნალო დაყოვნება/გაჯანსაღება  15 °C(59 °F)  ტემპერატურაზე, რათა მინიმუმამდე დავიდეს ლპობა. ხშირად, კარტოფილი, რომელიც აიღეს შემოდგომაზე  ზომიერ კლიმატში არის უფრო ცივი, ვიდრე ოპტიმალური სამკურნალო ტემპერატურა.  თუმცა, საწყობში რესპირაციის შედეგად ბოლქვები თბება და ტენიანობაც მაღლა იწევს. ტემპერატურა და ტენიანობის ფაქტორი აკონტროლებენ წარმოქმნილ ნამს  და დროს ირთვება ვენტილაციის სისტემა, რომ გარედან ჰაერი შევიდეს საწყობში დღე ან ღამე (საჭიროებიდან გამომდინარე). მას შემდეგ, რაც მორჩება   პროცესი (დაახლოებით 1-2 კვირაში), ტუბერის ტემპერატურა მცირდება 1 ან 2 გრადუსით დღის მანძილზე, ვიდრე არ მიიღწევა სასურველი ტემპერატურა და ტენიანობის ფაქტორი.

ზოგჯერ, ორ დამატებით ღონისძიებას ახორციელებენ: სველ კარტოფილებს აშრობენ საწყობში შეტანამდე ან ათბობენ კარტოფილს საწყობიდან გატანამდე.  ჰაერის მოძრაობა რეგულირდება, რათა საწყობში ერთნაირი ტემპერატურა იყოს. 95-99 %  ტენიანობა  მუდმივად მოითხოვება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კარტოფილის  ჭკნობა  და დაწოლისგან დაზიანება საწყობში.  შენახვის  სასურველი ტემპერატურა  დამოკიდებულია იმაზე თუ კარტოფილის საბოლოო გამოყენების დანიშნულება რა არის. რესპირაციის სიჩქარე  არის  სულ მცირე 2 – 3 °C (36 to 37 °F).  კარტოფილის შენახვა 0 -2 °C (32 to 35 °F)  ტემპერატურაზე ზრდის გაყინვის ან სიცივისგან დაზიანების რისკს. გაღივება ჩქარდება > 4 – 5 °C (40 °F) ტემპერატურაზე,  ამიტომ სათესლე კარტოფილები ინახება 4- 5 °C (40 °F) ტემპერატურაზე.

კარტოფილი, რომელიც  გადასამუშავებლად არ გამოიყენება, ინახება 7-10 °C (45 – 50°F) ტემპერატურაზე, რათა შემცირდეს არარედუცირებული შაქრის  გარდაქმნა  ისეთ რედუცირებულ შაქრად, როგორიცაა გლუკოზა. ეს უკანასკნელი კი   იწვევს რბილობის  გამუქებას გაჭრისას.

კარტოფილი ფრის დასამზადებლად გამოყენებული კარტოფილი ინახება 10-15 °C (50 to 59 °F) ტემპერატურაზე (დამოკიდებული ჯიშზე და შაქრის გარდაქმნის მახასიათებლებზე).  ძალიან ბევრი ჯიში, რომელიც ჩიფსების მოსამზადებლად გამოიყენება,  ჭარბი რაოდენობით  გარდაიქმნება შაქარი < 15 °C (59 °F) ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში. ამიტომ, ჩიფსების ჯიშებს  ინახავენ 15 – 20 °C (59 to 68 °F) ტემპერატურაზე;  ამჟამად გამოჰყავთ ახალი ჯიშები, რომლებშიც შაქარი აღარ დაგროვდება ისეთ დაბალ ტემპერატურაზე როგორიცაა 5 – 10 °C (41- 50 °F).

შენახვის ვადა. ხარისხიანი კარტოფილის ტუბერები ინახება 2-12 თვე, გააჩნია მოსავლის აღების დროს მის ხარისხს, ასევე, სასაწყობე საშუალებების ხარისხს, ჯიშს და იმას გამოიყენება თუ არა გაღივების ინჰიბიტორი. ეს უკანასკნელი შეიძლება მინდორში  გამოიყენონ ტუბერებზე, რომელიც ხარისხდება და იფუთება ვიდრე დაიწყება  ნაყოფების    ან საწყობში, მას შემდეგ, რაც გაჯანსაღების პროცესი დასრულდება.

განსაკუთრებით  გასათვალისწინებელი ფაქტორები: კარტოფილმა შეიძლება ,,მიწის“ სუნი გადასდოს ვაშლს და მსხალს თუ ჰაერის ვენტილაცია სათანადო არ არის.  კარტოფილმაც  შეიძლება მიიღოს სხვა არომატი სხვა პროდუქტებისაგან. მოსავლის აღების შემდგომი სასაქონლო დამუშავება  საგვიანო  კარტოფილებისთვის  საკმაოდ   კომპლექსურია  და დამოკიდებულია მოყვანის  პირობებზე, მოსავლის აღების დროს  გარემო პირობებზე, ჯიშზე,  გამოყენების დანიშნულებაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე.

მსგავსი სიახლეები