
ნიორის და წიწაკის ნაყენი ეფექტურია მავნე მწერების და ზოგიერთი სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ. ასევე აფრთხობს აბეზარ წვრილ და მსხვილ ცხოველებს.
ორი თავი ნიორი უნდა დაინაყოს, დაემატოს მას ორი სუფრის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა (დაფქული) და გაიხსნას 4 ჭიქა მდუღარე წყალში. შემდეგ საჭიროა ხსნარის დაყოვნება ერთი ან ორი დღით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხსნარს ემატება 2 სუფრის კოვზი თხევადი საპონი (ან ჭურჭლის სარეცხი სითხე) და ხდება მორევა. გამოყენების წინ საჭიროა მოხდეს 1 წილი ნაყენის 10 წილ წყალში გაზავება და გაფილტვრა. გამოყენებამდე აუციებელია ხსნარის შენჯღრევა. შესხურება სასურველია ადრე დილით.
გაუზავებელი ნაყენი უცილებელია შენახულ იქნას მაცივარში. წამლობის განმეორება შესაძლებელია 7 დღის შემდეგ პირველი წამლობიდან. წვიმიანი ამინდების შემთხვევაში დროის ეს ინტერვალი უნდა შემცირდეს.
დაუშვებელია საპნის მაგივრად ტანსაცმლის სარეცხი ფხვნილის გამოყენება!
-
სოიას ჯიშები - კოლხიდა 4 17.01.2019 1783 ნახვა
-
ვაშლი - ბაღის მოვლა, სხვლა-ფორმირება, მოსავლის აღება 11.01.2019 6491 ნახვა
-
ბიომეურნეობა - ავშანი მავნებელი მწერების წინააღმდეგ 17.01.2019 4326 ნახვა