 ჩრჩილი3.jpg)
გავრცელება და აგებულება. მარცვლეულის ანუ სიმინდის ჩრჩილი (ლათ. Sitotroga cerealella Oliv.) ფართოდაა გავრცელებული საქართველოში.
მავნებლის პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 11-16 მმ-ს შეადგენს. იგი ჟანგისფერ-ყვითელია, ფრთები და თავი დაფარულია თეთრი ქერცლით. წინა ფრთების წამახვილებულ ბოლოში ორი ლაქა ახასიათებს. უკანა, წვეროსკენ ამონაკვთულ ფრთებზე კი აქვს ნაცრისფერი ფოჩები.
ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. ზამთარს მავნებელი ძირითადად ატარებს პეპლის ფაზაში საწყობებში, ბეღლებსა და სასიმინდეებში. პეპლის კვერცხის პროდუქცია 50-150 ცალს შეადგენს. კვერცხი იდება სიმინდის ტაროებზე, ხორბლის, შვრიის, ჭვავის და წიწიბურას თავთავებზე. ემბრიონალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰიგროთერმულ პირობებზე და 4-დან 28 დღემდე გრძელდება.
ახლადგამოჩეკილი მატლი იჭრება მარცვალში, მიყვება მას საწყობში და იქვე ამთავრებს განვითარებას, რის შემდეგაც ხდება დაჭუპრება. მანამდე მატლი ღრღნის პეპლის გამოსაფრენ ხვრელს და აბლაბუდის ძაფისაგან იკეთებს დასაჭუპრებელ აკვანს ხვრელის კედლებში. გარემო ფაქტორებისადმი იგი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევა: 10-12 გრადუსზე მატლი გადადის დიაპაუზაში, 10-11% ტენიანობის შემთხვევაში კი მისი დიდი ნაწილი იღუპება. მავნებელს წელიწადში დაახლოებით 4-6 გენერაცია ახასიათებს.
უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებით. რის შედეგადაც პროდუქცია კარგავს საწარმოო და კვებით ღირებულებას.
ბრძოლის ღონისძიებები
ბეღელში შენახვამდე მარცვალში უნდა დარეგულირდეს ტენიანობა (<14%) ან გაიწმინდოს მექანიკურ სანიავებელ მანქანებში.
მზაღო ლობჟანიძე
სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი
-
მუხუდოს მოყვანის აგროწესები 15.01.2019 1375 ნახვა
-
ვაზის წარმოების აგროტექნოლოგიური რუქა 16.09.2019 1770 ნახვა
-
სატაცურის ჰიბრიდები - ტიელიმი F1 18.01.2019 1243 ნახვა